16:17 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 22:20:07, 1887 ნახვა

საზოგადოება
ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისთვის ვალის გადახდას ვერ ახერხებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა, რკინიგზაზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის რუსეთიდან აღებული კრედიტის დაფარვას  ვერ ახერხებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს. 

მიმდინარე წელს სოხუმს მოსკოვისთვის 316 მილიონი რუბლი უნდა გადაეხადა, რაც კრედიტით აღებული თანხის უმეტესი ნაწილი და დაგროვილი პროცენტის ჯამი იყო. 

სანაცვლოდ, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ მოსკოვს ვალის რესტრუქტურიზაცია შესთავაზა 2029 წლამდე. 

ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება დე ფაქტო პარლამნტში დღეს განხორციელდა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ რეგიონს მიმდინარე წელს, 316 მილიონი რუბლის ნაცვლად, 109 მილიონის გადახდა მოუწევს. 
დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა კრედიტორებს შეღავათისთვის მადლობა გადაუხადეს, თუმცა აღნიშნეს, რომ რუსეთის მხრიდან დავალიანების თანხის სრულიად ჩამოწერის იმედი ჰქონდათ. 
დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელის ე.წ. პარლამენტში, სერგეი შამბას განცხადებით, დავალიანების ჩამოწერის საკითხი არაერთხელ იყო დასმული და ეს თემა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. 
„პირველ ეტაპზე მიმდინარეობს რესტრუქტურიზაცია. ერთბაშად დავალიანების ჩამოწერა არასდროს ხდება. მას შემდეგ, რაც დაიწყება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, უკვე შემდგომ შეიძლება დადგეს ვალის პატიების ან მისი გადახდის უუნარობის დამტკიცების საკითხი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დავალიანების ჩამოწერაზე საუბარი. 2016 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, აფხაზეთმა კრედიტორებს უკვე გადაუხადა 447 მილიონი რუბლი, საიდანაც 158 მლნ რუბლი პროცენტია“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა ე.წ. პარლამენტში, სერგეი შამბამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics