|
2017-06-12 21:17:35, 1828 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: გამოხატვის თავისუფლება, მით უმეტეს, როდესაც საქმე რეპთან გვაქვს, სახელმწიფო ინსტიტუტის გაშარჟებასაც გულისხმობს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ნარკოპოლიტიკასა და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმე და ვიდეორგოლი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. “მე რაც მოვისმინე და ვნახე, ძალიან არ მომეწონა, ამას ვამბობ ღიად. ორი რამ უნდა გაიმიჯნოს - ერთი სისხლის სამართლის საქმე, მეორე თვითონ ვიდეორგოლი. რაც ეხება სისხლის სამართლის საქმეს, მე, როგორც რიგით მოქალაქეს, ძალიან მიხარია, რომ მოსამართლესაც და პროკურორსაც ჰქონდათ და აქვთ, ჩემი გადასახედიდან, რომელიც შეიძლება სუბიექტური იყოს, სწორი პოზიცია. რაც შეეხება თვითონ რგოლს, ამ რგოლში, რომლის სქრინშოთებიც ვნახე დაბლარვამდე, ვერაფერი განსაკუთრებულად საგანგაშო ვერ დავინახე მე პირადად. გამოხატვის თავოსუფლება, მით უმეტეს, როდესაც საქმე რეპთან გვაქვს, გულისხმობს იმასაც, რომ გაშარჟებული იქნეს ესა თუ ის სახელმწიფო ინსტიტუტი. მეორე თემაა, თვითონ სახელმწიფო ინსტიტუტებმა, მე, ჩემნაირმა სხვა წარმომადგენლებმა, პოლიციელებმა, მოსამართლეებმა, პროკურორებმა, აღმასრულებლებმა - რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობას არ გაუჩნდეს სურვილი, გაგვაშარჟოს, ჩემთვის ეს არის მთავარი თემა, რაზედაც ყველამ უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ახალგაზრდა თაობას, ვინც რეპს მისდევს, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ყოველთვის არ ვიყავით დამოუკიდებელი ქვეყანა და პოლიცია, ჯარი არის ის ინსტიტუტები, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის პირველი ნიშანია. ამიტომ თუ მომავალში, ცოტა უფრო მეტი სიფრთხილით მოვეკიდებით ამ საკითხს, კარგი იქნება, თუ ვერ მოვეკიდებით, არც ეს არის პრობლემა - იმიტომ რომ ყველას გვაქვს გამოხატვის თავისუფლება. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით თქვენ ნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა კარგი მოწოდება. მას ეს პოზიცია მთავრობის იმ სხდომაზეც ჰქონდა, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ, მისივე დავალებით, წარადგინა მარიხუანას ნაწილში ლიბერალიზაციის შესახებ ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ახლა პარლამენტშია. დროა, რომ ჩვენ ყველამ ერთად - აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებებმა, დავაჩქაროთ ამ პაკეტის მიღება, ვნახოთ ამ რეფორმის შედეგები პრაქტიკაში მანამ, სანამ ვიფიქრებთ სხვა ნივთიერებების კუთხით ლიბერალიზაციის რეფორმაზე, მაგრამ ეს რეფორმა, რა თქმა უნდა, უნდა დაჩქარდეს",-ამბობს თეა წულუკიანი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)