21:10 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 19:31:57, 1922 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ასტანას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით ხვალ ყაზახეთის რესპუბლიკას  ეწვევა.

პრეზიდნეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი უმასპინძლებს.

გიორგი მარგველაშვილის დახვერდის ოფიციალური ცერემონია ასტანაში, ყაზახეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და ნურსულთან ნაზარბაევი გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით შეხვდებიან, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.

პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ყაზახეთის პრემიერთან, პარლამენტში-სენატისა და  მაჟელისის თავმჯდომარეებთან.

გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, ასტანაში, "ექსპო-2017"-ის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, საქართველოს და ყაზახეთის პავილიონებს დაათვალიერებს და გამოფენის ფარგლებში "საქართველოს ეროვნული დღის" აღნიშვნას დაესწრება.

გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში 13 ივნისს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics