21:09 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 18:22:58, 1995 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს სამიტზე საქართველოს პოზიციის დაცვისათვის, ლიტვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩიუსს დღეს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

„გთხოვთ გადასცეთ ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი გულითადი მადლობა, ნატო-ს სამიტზე საქართველოს პოზიციების დაცვისათვის. იგი საქართველოს უდიდესი მხარდამჭერია",- შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მხარეებმა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას. ყურადღება  უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზეც გამახვილდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს საოკუპაციო ხაზის მონახულებისთვის და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი მაღალი რანგის სტუმრების ჩასვლა საოკუპაციო ხაზთან და არსებული ვითარების ადგილზე გაცნობა.

მხარეებმა შეხვედრისას აღნიშნეს, რომ საქართველომ მტკიცედ უნდა გააგრძელოს რეფორმების გზა, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული.

ასევე ხაზგასმით აღინიშნა ინსტიტუტების მდგრადობისა და დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობა.

„ლიტვა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. შეხვედრის დასაწყისშივე პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ლიტვა იჩენს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს შეეხება ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

პრეზიდენტმა ლინას ლინკევიჩიუსს სთხოვა, რომ მადლობა გადაეცათ ლიტვის პრეზიდენტისათვის, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტისადმი დაპირებისამებრ მტიცედ წარმოადგინა საქართველოს პოზიციები ბრიუსელის ნატო-ს სამიტზე",-აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

ლინას ლინკევიჩიუსმა ქართულ მხარეს ლიტვის რესპუბლიკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics