16:18 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 17:48:45, 1871 ნახვა

საზოგადოება
FAO-მ წიგნის „ვაშლის წარმოების სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა“ პრეზენტაცია გამართა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და რევაზ ასათიანი წიგნის „ვაშლის წარმოების სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა“  პრეზენტაციას დაესწრნენ.

აღნიშნული გამოცემა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ავსტრიის განვითარების კოოპერაციის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.

გამოცემა, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტებმა საზოგადოებას წარუდგინეს, ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და ქართული რეალობის გათვალისწინებით, ვაშლის წარმოების ყველა ეტაპზე საჭირო რჩევებსა და რეკომენდაციებს მოიცავს.

გამოცემის გარდა, მომზადდა სასწავლო ვიდეო, სადაც FAO-ს სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის ექსპერტი ვაშლის ინტენსიური ბაღის სანიმუშო გასხვლის დემონსტრირებას ახდენს.

აღსანიშნავია, რომ ვაშლის შესახებ მომზადებული წიგნი და ვიდეო პირველია სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის სერიიდან. უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება გამოცემები და სასწავლო ვიდეოები ხურმის, ატმის, თხილისა და მანდარინის წარმოების სანიმუშო პრაქტიკის შესახებ.

წიგნის პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის, საქართველოს გარემოსა და   ბუნებრივი      რესურსების დაცვის სამინისტროს, ფერმერთა ასოციაციის (GFA), სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics