|
2019-02-15 18:03:48, 2218 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს სკოლებში ჩინურ ენას შეასწავლიან
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ძი იანჩიმ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიზანს საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა წარმოადგენს. სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმს საფუძვლად უდევს საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც განათლების ყველა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებას, საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კონტაქტების დამყარებას, გაცვლით პროგრამებში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მონაწილეობას ითვალისწინებს. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ჩინეთთან განათლების სფეროში თანამშრომლობის უფრო მეტად გაძლიერებას. ამავდროულად, ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობას მისცემს, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, მოსწავლეებს ჩინური ენის სწავლება შესთავაზონ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა და მათთან განათლებისა და მეცნიერებით კუთხით თანამშრომლობა, უმნიშვნელოვანესია. სურვილის შემთხვევაში, ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩინური ენა ისწავლონ, რაც მათ მომავლში საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ პარტნიორთან წარმატებულ ურთიერთობასა და ქართულ-ჩინური ბიზნესპროექტების განხორციელებაში დაეხმარებათ.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)