23:36 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 13:50:13, 2228 ნახვა

სამართალი კომენტარი
ადვოკატი ვარაუდობს, რომ მიხეილ მგალობლიშვილს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეეცვლება

მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატის კახა ცნობილაძის შეფასებით, სასამართლო მისი დაცვის ქვეშ მყოფს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიებას, არასაპატიმრო ღონისძიებით შეუცვლის.

როგორც მან ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე განუცხადა, აღნიშნული მოლოდინის საფუძველს პროკურატურის განცხადება აძლევს, რომლის თანახმადაც, ბრალდების მხარე ეთანხმება მიხეილ მგალობლიშვილის მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას.

„მოლოდინი გვაქვს კარგი გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდების მხარე მხარს უჭერს დაცვის მხარის შუამდგომლობას პატიმრობის შეცვლის შესახებ. ვფიქრობთ, სასამართლო მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას, დააკმაყოფილებს დაცვის მხარის შუამდგომლობას და მგალობლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას გირაოთი შეუცვლის“, - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება მგალობლიშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებას, ადვოკატის თქმით, გამოძიება გაგრძელდება.

ის ასევე ვარაუდობს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებების არ ქონის გამო, საქმე შეწყდება.

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ გამოძიების მიმდინარეობისას შეწყდება ეს საქმე, თუ არა და სასამართლოში მაინც გამართლდება. დაცვის მხარე მოიპოვებს ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც მიხეილ მგალობლიშვილის უდანაშაულობას დაადასტურებს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

სააპელაციო სასამართლოში პროცესი, რომელზეც მიხეილ მგალობლიშვილისთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უნდა იმსჯელონ, 14:00 საათზეა ჩანიშნული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics