|
2017-06-12 13:11:34, 2538 ნახვა
მსოფლიო
ჟან-კლოდ იუნკერი: ევროკავშირი ერდოღანს არ დაუჩოქებს
ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, თურქეთი მოწადინებული არ არის რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს, - ამის შესახებ იუნკერმა Der Spiegel-თან საუბარში განაცხადა. როგორც იუნკერმა აღნიშნა, ევროკავშირი თურქეთთან ურთიერთობის საკითხში კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. ″თუ ჩვენ ერდოღანთან მოლაპარაკებების გაგრძელებას ვაპირებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას დავუჩოქებთ″,-განაცხადა მან. მისივე ინფორმაციით, ბოლო შეხვედრის დროს მან ერდოღანს განუმარტა, რომ თურქეთი გაწევრიანების საკითხში უფრო მკაფიო პოზიციას უნდა იკავებდეს. იუნკერის თქმით, თურქეთი ცდილობს, რომ გაწევრიანების საკითხი გაჭიანურდეს და ეს ევროკავშირს გადააბრალოს. ″როგორც ჩანს, თურქეთი ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანება დაბლოკოს და ამის პასუხისმგებლობა ბრიუსელს დააკისროს. ევროკავშირი, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შემწყვეტი მხარე არ იქნება. მე ხელშეკრულებების ერთგული ვარ. ჩვენ 1999 წელს ჰელსინკის სამიტზე თურქეთი კანდიდატ ქვეყნად გამოვაცხადეთ. ეს ჯერ კიდე ძალაშია″,- განაცხადა იუნკერმა. მან თურქეთს მოუწოდა ევროკავშირის წესებს პატივი სცეს და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საერთო ფასეულობების პატივისმცემი გაერთიანებაა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)