|
2017-06-12 11:58:57, 2626 ნახვა
რეგიონი
ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული ახალგორის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვას ითხოვს
ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ინიციატივით გამოდის, რომ ოკუპირებული ახალგორის რეგიონის ქართულ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება შესაძლოა, აიკრძალოს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. როგორც ბიბილოვმა ახალგორის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განმარტა, სკოლები ე.წ. რესპუბლიკის საერთო განათლების სისტემაში უნდა მოექცეს, რაც სწავლების რუსულ მოდელზე და რუსულ ენაზე გადასვლას გულისხმობს. „ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი იმისა, რომ სკოლებში ქართული ენა ისწავლებოდეს, მაგრამ ჩვენი შვილები საშუალო სკოლების დამთავრების შემდეგ სწავლას სამხრეთ ოსეთის ან რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ სწავლას და სამუშაოდ ისევ აქ ბრუნდებიან. ამიტომ ვალდებულები ვართ, შესაბამისი პირობები შექმნის მიზნით, ენობრივი ბარიერი მოვუხსნათ. ეს არ უნდა იყოს მტკივნეული პროცესი და ამას არ უნდა მოყვეს აჟიოტაჟი, თითქოს რაღაც იკრძალება. ჩვენ არაფერს ვკრძალავთ", - აღნიშნა ბიბილოვმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)