14:59 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-14 13:28:27, 510 ნახვა

ეკონომიკა
"სმარტი" ფონდ "იავნანასთან" ერთად, კიდევ ერთ საქველმოქმედო პროექტს იწყებს

სუპერმარკეტების ქსელი "სმარტი" ფონდ "იავნანასთან" ერთად, კიდევ ერთ საქველმოქმედო პროექტს იწყებს. 2015 წლის თებერვლიდან სუპერმარკეტების ქსელ "სმარტის" ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა, სალაროსთან ელექტრონულად დაამრგვალოს თანხა და საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" მზრუნველობის ქვეშ მყოფი პატარებისთვის შემოწირულობა გაიღოს.

"სმარტის" ერთგულმა მომხმარებელმა მთელი საქართველოს მასშტაბით, "იავნანას" უკვე 140 000-მდე ლარი შეწირა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავლაშვილიანი ოჯახებისთვის სახლის შეძენაში, ნიჭიერი სტუდენტების დაფინანსებასა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სხვადასხვა ტიპის დახმარებაში.

"ვისოლ ჯგუფი" "იავნანას" დაარსებიდ დღიდან მისი ერთგული მხარდამჭერია, რის შედეგადაც ათასობით სოციალურად დაუცველი ბავშვი საკუთარ ოჯახში, მყუდრო გარემოში უკეთესი მომავლის იმედით ცხოვრობს.

"ვისოლ ჯგუფის" სახელით გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ "სმარტის" ვერთგულ მომხმარებელს, ვისთან ერთადაც ჩვენ მნიშვნელოვნად დავეხმარეთ არა მხოლოდ მრავალშვილიან დედებს, არამედ სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ნიჭიერ სტუდენტებს. ახალი საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, ჩვენ კიდევ მეტ ადამიანს დავეხმარებით, ვისთვისაც ჩვენი გვერდით დგომა უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად ვქმნით უკეთეს მომავალს და ფონდ "იავნანასთან" ერთად კიდევ მეტ სიკეთეს შთავაგონებთ თითოეულ ადამიანს. სიკეთე ხომ გადამდებია. "სმარტის" ერთგულმა მომხმარებელმა 10 წლის განმავლობაში ქველმოქმედებისთვის, შემოწირულობების სახით, 140 000 ლარზე მეტი გაიღო. მინდა, მოვუწოდო ჩვენ ერთგულ მომხმარებელს ამ აქციაში ჩაერთონ",-განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" ვიცე-პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ.

თავის მხრივ, ფონდ "იავნანას" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ "ვისოლ ჯგუფს" გვერდში დგომისა და მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დახმარებისთვის, მადლობა გადაუხადა.

"ვისოლ ჯგუფისა" და ფონდ "იავნანას" თანამშრომლობა, უკვე 10 წელზე მეტს ითვლის. მე, როოგრც ფონდ "იავნანას" წარმომადგენელმა, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო "ვისოლ ჯგუფს" და "სმარტს" იმისათვის, რომ მე-11 წელია, არ მოშორებიან ჩვენს ფონდს და ეხმარებიან მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს. დიდია მათი დახმარება. ბევრ ბავშვს ამოუდგნენ გვერდში. მარტო ყულაბებით, რაც ამ ჯგუფმა და "სმარტის" მომხმარებელმა შემოწირა, 140 000-ზე მეტი თანხა შემოვიდა და ბევრ ოჯახს გაემართა ხელი. ჩვენ ვგრძნობთ ამ ყველაფერს. მე როცა ვიძახი ჩვენს, ჩვენს უკან დგას არმია ამ ბავშვების და მათი სახელით მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ მომხმარებელს, ვინც მოვა "სმარტში", ჩააგდებს თანხას ყულაბაში, ასევე დაამრგვალებს თანხას და ამ ბავშვებს 1-2 თეთრს შემოწირავს",-აღნიშნა ფონდ "იავნანას" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ.

"ერთად გადავარჩინოთ მომავალი"-  ასეთი მოწოდებით ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "იავნანა" 2004 წელს  დაარსა. დაარსების პირველივე დღიდან "ვისოლ ჯგუფი" "იავნანას" ერთგული მხარდამჭერია. "სმარტის" ყველა სუპერმარკეტში მთელი საქართველოს მასშტაბით და "ვენდის" ამერიკული რესტორნის ყველა ობიექტზე განთავსებულია "იავნანას" შესაწირი ყუთები, სადაც "სმარტისა" და "ვენდის" ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის უკეთესი მომავლის შექმანაში წვლილი შეიტანოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics