|
2017-06-10 18:50:44, 2206 ნახვა
საზოგადოება
Birja Mafia-ს კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებელი: გაურკვევლობაში გავეხვიე, ვწუხვარ (ვიდეომიმართვა)
Birja Mafia-ს მუსიკალურ კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებელი გიორგი გაგუა აცხადებს, რომ დიდი შეცდომა დაუშვა. გაგუამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ანიშნავს, რომ არ უნდოდა კლიპის ნაწილი ყოფილიყო და მუსიკოსებს Youtube-დან მისი აღება სთხოვა. "პირველ რიგში არ ვიცოდი კლიპის შინაარსი, გავიგე მას შემდეგ, რაც ეს საღადაოდ გადაღებული ვიდეო აღმოჩნდა კლიპი და Youtube-ზე დაიდო. რომ ვნახე, აშკარა პროპაგანდაა ნარკოტიკული საშუალებების, იარაღის, პოლიციის დაკნინება. არ მინდოდა, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვყოფილიყავი და ამიტომ მივედი, ვთხოვე, რომ ეს კლიპი აეღოთ და ამოეჭრათ იქიდან ჩემი მომენტები, რაზეც უარი მივიღე. შემეძლო მეჩივლა. საბოლოო ჯამში ამ კადრებს უბრალოდ ბლარი დაადეს თავისივე სურვილით. დაუფიქრებელი, გაუთვალისწინებელი ნაბიჯი გადავდგი. გაურკვევლობაში გავეხვიე და ვწუხვარ ამის გამო", - აცხადებს გიორგი გაგუა. ცნობისთვის, Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)