2017-06-10 13:04:12, 2047 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალისტმა ნატა მახვილაძემ „რუსთავი 2“ დატოვა
ჟურნალისტმა ნატა მახვილაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა.
არსებული ინფორმაციით, ის საქმიანობას ტელეკომპანია „იმედში“ გააგრძელებს.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანიიდან წასვლის შესახებ განცხადება კიდევ რამდენიმე ჟურნალისტმა დაწერა.
შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც დატოვა. მიმდინარე პროცესების ერთ-ერთი მიზეზი ტელეკომპანიაში არსებული ფინანსური პრობლემებია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან