|
2017-06-10 10:59:49, 1827 ნახვა
საზოგადოება
გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექთნების გადამზადება დასრულდა
რეგიონული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექთნების გადამზადება დასრულდა. ექთნებს პირადად გაესაუბრა და გადამზადების შესახებ ინფორმაცია მედპერსონალისგან პირადად მიიღო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ დავით ტორუამ. „სასწავლო კურსი უახლეს გაიდლაინებსა და პროტოკოლებზეა დაფუძნებული. ექთნები პირველადი დახმარების მიმართულებით უახლეს ინფორმაციას ეცნობიან, ერთვებიან პრაქტიკულ მეცადინეობებში. ყოველივე ეს უკვე დადებითად აისახა მათ კვალიფიკაციაზე, რაც თავის მხრივ, რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხს ზრდის,“ - განაცხადა დავით ტორუამ. ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე ტრენინგები 4 დღეს მიმდინარეობდა. ტრენერებმა ექთნები პირველად სამედიცინო დახმარებაში მოამზადეს. თეორიულ სწავლებასთან ერთად მედპერსონალი პრაქტიკულ მეცადინეობებშიც ჩაერთო. ტრენინგის ფარგლებში ექთნებმა ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის გამოყენება, ელექტროკარდიოგრამის გადაღება, სისტემის აწყობა, გულ-ფილტვის რეანიმაცია, ტრავმისა და სასუნთქი გზების უცხო სხეულით ობსტრუქციისას გადაუდებელი მდგომარეობების მართვის ძირითად პრინციპები შეისწავლეს და უახლეს პროტოკოლებს გაეცნენ. ტრენინგის დასრულების შემდეგ ექთნებს ტესტირება ჩაუტარდებათ. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ კი, სერტიფიკატები გადაეცემათ. ამ ტიპის ტრენინგი მედპერსონალს პირველად ჩაუტარდა. გადამზადება პერმანენტული ხასიათისაა და სწავლებაში გადაუდებელი დახმარების ცენტრის ყველა ექთანი ეტაპობრივად ჩაერთვება.
(NS)
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)