|
2017-06-09 18:44:58, 1804 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივი პროფესიულ დღეს განვითარების ისტორიულად ყველაზე მაღალ საფეხურზე ხვდება
ქვემო ქართლის რეგიონული არქივი რუსთავში; კახეთის რეგიონული არქივი თელავში; სამეგრელოს რეგიონული არქივი ზუგდიდში; ეროვნული არქივის პავილიონი თბილისში, რომელიც თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს; იმერეთის რეგიონული არქივი ქუთაისში, რომელიც საზეიმოდ ივლისში გაიხსნება − ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომლებიც ეროვნული არქივის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელდა. იუსტიციის მინისტრმა არქივის თანამშრომლებს პროფესიული დღე პირადად მიულოცა და დაგეგმილი და სამომავლო პროექტების შესახებ ესაუბრა. თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ, ეროვნული არქივის დირექტორ თეონა იაშვილთან ერთად, ცენტრალური და რეგიონული არქივის 32 თანამშრომელს მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს იმ თავდადებული შრომისათვის, რასაც არქივის თანამშრომლები ეროვნული საგანძურის შენახვისა და მოვლა-პატრონობისთვის ეწევიან. არქივისტების დაჯილდოებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არქივების საერთაშორისო დღის − 9 ივნისის აღნიშვნას უერთდება. პროფესიული დღესასწაული 2004 წელს გამართულ არქივების საერთაშორისო საბჭოს კონგრესზე დაწესდა. ეს თარიღი 1948 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არქივების საერთაშორისო საბჭოს დაარსებას უკავშირდება. საქართველოს ეროვნული არქივი უკვე რამდენიმე წელია, არქივების საერთაშორისო დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. ეროვნული არქივის მხარდაჭერა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრიორიტეტულ მიმართულებად 2012 წლის მიწურულს გამოაცხადა. ბოლო წლებში ეროვნული არქივის ინფრასტრუქტურული ბაზა მისი არსებობის განმავლობაში პირველად განახლდა და გაიზარდა. ბოლო ათწლეულებში პირველად აშენდა ეროვნული არქივის ახალი და თანამედროვე შენობა რუსთავში (ქვემო ქართლის რეგიონული არქივი); სრულდება იმერეთის რეგიონული არქივის ახალი შენობის მშენებლობა ქუთაისში; თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორია; იუსტიციის მინისტრის ინიაციატივით, 2016 წელს გაიხსნა ეროვნულ არქივის საგამოფენო პავილიონი, სადაც ფუნქციონირებს მედიათეკა და ბრენდირებული პროდუქციის მაღაზია; სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და თანამედროვედ აღიჭურვა არქივის შენობები აბაშაში, ზუგდიდსა და თელავში. საქართველოს ეროვნული არქივი საქართველოში ყველაზე დიდი საარქივო დაწესებულებაა. არქივი ინახავს 15 000-მდე ფონდის 5 მილიონზე მეტ საქმეში გაერთიანებულ წერილობით დოკუმენტს, 450 000-მდე ფოტოს, 20 000-მდე აუდიოდოკუმენტს და 35 000-მდე კინოფირს.
(NS)
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)