2017-06-09 14:28:12, 1865 ნახვა
საზოგადოება
„ზედაზენის თასი“ - 10-11 ივნისს ძიუდოს აკადემიაში, პირველი საერთაშორისო ტურნირი გაიმართება
10-11 ივნისს თბილისში, ძიუდოს აკადემიაში, გაიმართება პირველი საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის „ზედაზენის თასზე“, რომლის საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარია.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ნაკრების ყველა უძლიერესი ახალგაზრდა ძიუდოისტი, აგრეთვე გერმანიის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ტაჯიკეთის და ირანის გუნდები. შეჯიბრი გაიმართება ვაჟთა შორის 8 წონით კატეგორიაში. 10 ივნისს იჭიდავებენ -55კგ, -60კგ, -66კგ, -73კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები, ხოლო 11 ივნისს -81კგ, -90კგ, -100კგ და +100კგ.
# “ზედაზენი“ ძიუდოს ფედერაციის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია!
# ჩვენ ერთად ვქმნით გამარჯვების ისტორიას!
(R)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან