|
2017-06-09 13:42:59, 1977 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძემ „ადგილობრივი თანამშრომლობის პლატფორმის“ შეხვედრა გახსნა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული „პარტნიორობა მობილობისთვის“ ინიციატივის ფარგლებში „ადგილობრივი თანამშრომლობის პლატფორმის“ შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, მიმართეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა. ღონისძიების მონაწილეებმა მიგრაციის მართვის სფეროში საქართველოში არსებულ პრაქტიკაზე, ინიციატივებსა და პროექტებზე ისაუბრეს. აგრეთვე, იმსჯელეს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. „ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვიზების ლიბერალიზაციის შემდგომი ნაბიჯების თაობაზე, თუ კონკრეტულად რას ვაკეთებთ და რას ველით. ვფიქრობ, რომ მობილობის გაზრდა ჩვენი თანამოქალაქეების-არა მხოლოდ ტურისტული მიზნებით მოგზაურობის უფლება შენგენის სივრცეში, არამედ ლეგალურდ დასაქმების უფლება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავისუფლების გახსნა იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც პოლიტიკური ასოცირების, ასევე, ეკონომიკური ინტერგარიის თვალსაზრისით ევროკავშირთან. 2012 წლის მერე ეს შეხვედრა არ ჩატარებულა და ალბათ ვიზის ლიბერალიზაციამდე ლოგიკურიც იყო. ახლა კი ამის ინტესიფიკაცია არის ძალიან აუცილებელი. ჩვენი უწყება ყველანაირად ხელს შეუწყობს, რომ ყველა ამ ინიციატივაში ჩართულ დელეგაციებთან დასხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად გავაძლიეროთ თანამშრომლობა.“-აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას. შეხვედრაში ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციების (DG Home, DG Near, EEAS/ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში), „პარტნიორობა მობილობისთვის“ დეკლარაციაზე ხელმომწერი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გაიმართა. ინფორმაციისთვის: "პარტნიორობა მობილობისათვის" (Mobility Partnership) ინიციატივა მიზნად ისახავს მიგრაციის საკითხებზე ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას მიგრაციის ნაკადების მართვისა (აღრიცხვა, მონიტორინგი, ანალიზი, პოლიტიკის ჩამოყალიბება) და ლეგალური მიმოსვლის შესაძლებლობების გაუმჯობესების საკითხებზე, ასევე, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გააქტიურებას. "პარტნიორობა მობილურობისათვის" ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებას, მათ შორის ე.წ. "ცირკულარული მიგრაციის" საშუალებით. ეს სქემა იძლევა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლეგალურად დასაქმების, სწავლის, ტრეინინგების გავლის შესაძლებლობას და შემდგომ მათ დაბრუნებას საქართველოში. აღნიშნული სქემა, ასევე, ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
(NS)
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)