11:33 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 13:09:37, 2724 ნახვა

სამართალი კომენტარი
ომბუდსმენის სასამართლო პროცესის საჯაროობასთან დაკავშირებით, ადვოკატების მოსაზრებას იზიარებს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ღია უნდა იყოს.

როგორც ნანუაშვილმა საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, თავიდანვე ამბობდა, რომ მხოლოდ გარკვეული სხდომების დახურვა იქნებოდა მიზანშეწონილი.

„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მხოლოდ გარკვეული სხდომების დახურვა იქნებოდა გამოსავალი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვერ მოვისმინეთ არგუმენტი, რატომ უნდა იყოს მთელი პროცესი დახურული. ამის დამადასტურებელი რეალური არგუმენტები ვერ მოვისმინეთ, ამიტომ ჩვენც ვიზიარებთ იგივე მოსაზრებას“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვის სხდომა დღეს გაიმართება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics