|
2015-04-17 15:37:41, 793 ნახვა
საზოგადოება
შპს-ში "ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე" ხინკალსა და აფხაზურაში ცხენის ხორცი აღმოჩნდა
რესტორანში "ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე" სურსათის ეროვნული სააგენტომ ცხენის ხორცი აღმოაჩინა. სააგენტოს ინფორმაციით, ცხენის ხორცი რესტორანში აღებული ხინკლისა და აფხაზურას ორ ნიმუშშია იდენტიფიცირებული. „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის (65-ე მუხლის პირველი ნაწილის) თანახმად შპს „ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე" 1000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა. აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ბიზნესოპერატორების არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდება“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. სააგენტომ ბიზნესოპერატორების მონიტორინგი 25 მარტს განახორციელა. ბიზნესოპერატორებიდან აღებული მზა კულინარიული ნაწარმის ნიმუშები, ხორცის სახეობრივი კვლევისთვის, აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადაიგზავნა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)