06:27 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 15:34:48, 524 ნახვა

საზოგადოება
დოჰაში დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გაეროს მე-13 კონგრესი ტარდება

2015 წლის 12-19 აპრილს დოჰაში დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გაერო-ს მე-13 კონგრესი ტარდება. მას კატარის მთავრობა მასპინძლობს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის  დანაშაულის პრევენციის კონგრესი 1955 წლიდან  ყოველ 5 წელიწადში ერთხელ იკრიბება მსოფლიოს  სხვადსხვა ადგილებში და საკითხების  ფართო სპექტრს განიხილავს.
აღნიშნულმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საერთაშორისო დონეზე  დანაშაულის პრევენციისა და  სისხლის სამართლის  მართლმსაჯულების სისტემაზე, ასევე ქვეყნების ეროვნულ პოლიტიკასა და პროფესიულ პრაქტიკაზე. კონგრესი, როგორც გლობალური  ფორუმი, სახელმწიფოებსა და ამ სფეროში  მოქმედ სპეციალისტებს შორის  გამოცდილების გაზიარების საშუალებას იძლევა.
კონგრესის მთავარი მიზანია, დანაშაულის პრევენციის პოლიტიკისა და სისხლის სამართლის  მართლმსაჯულების სისტემის  ეფექტური  მექანიზმების  განვითარების ხელშეწყობა  მთელ მსოფლიოში.
მე-13 კონგრესის თემაა-" დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის  მართლმსაჯულების საკითხების  ინტეგრირება გეროს  გაფართოებულ დღის წესრიგში, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების  მოგვარების, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კანონის უზენაესობისა და საზოგადოების  ჩართულობის უზრუნველყოფის  მიზნით", გაეროს გენერალური ასამბლეის  გადაწყვეტილების შესაბამისად.
დღის წესრიგში 4 მნიშვნელოვანი საკითხია:
წარმატება და გამოწვევები  დანაშაულის პრევენციისა  და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების  პოლიტიკისა და სტრატეგიის განხორციელების  გზაზე, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების  ხელშეწყობის მიზნით.
საერთაშორისო თანამშრომლობა, მათ შორის  რეგიონულ დონეზე, ტრანსნაცინალური  ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.
 ყოვლისმომცველი და ბალანსირებული მიდგომა ტრანსნაციონალური  დანაშაულის ახალი და განვითარებადი ფორმების პრევენციისა და მათზე ადექვატური  რეაგირების მიზნით.
 ეროვნული მიდგომები  დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გაძლიერებაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისადმი.
კონგრესი მიიღებს პოლიტიკურ დეკლარაციას, რომელშიც შევა კონგრესის სხვადასხვა ნაწილებში, მათ შორის  მაღალი დონის სეგმენტსა და სამუშაო შეხვედრების დროს ჩატარებულ  დისკუსიებზე  დაფუძნებული რეკომენდაციები. დეკლარაცია წარედგინება  გაეროს დანაშაულის  პრევენციის  და სისხლის სამართლის კომისიის მომდევნო სხდომას  2015  წლის  18-22 მაისს, სათანადო რეაგირებისა და  მოქმედებისთვის. კონგრეს ასევე უზურნველყოფს  პლათფორმას სამთავრობო, მთავრობათაშორისი და არასამთავრობო  ორგანიზაციების  თანამშრომლობისათვის  დანაშაულის პრევენციის და სისხლის სამართლის  საკითხების  ფართო სპექტრზე, ამდენად ხელს უწყობს  ეფექტურ საერთაშორისო  მოქმედებას ამ სფეროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics