09:28 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-13 15:57:35, 2234 ნახვა

რეგიონი
საჯარო სექტორის წარმომადგენლებს ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდათ

ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების სამართლებრივი ასპექტების, ასევე ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) პრაქტიკული დანიშნულების შესახებ საჯარო უწყებების წარმომადგენლებს ტრენინგი საქართველოს იუსტიციის საჯარო სამართლის იურიდიული პირების - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩაუტარეს.

ტრენინგის მიზანი იყო საჯარო უწყებების თანამშრომლებისთვის სიახლეების გაცნობა და ცვლილებებთან დაკავშირებით მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლება, რაც შემდგომში მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს.

ტრენინგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (USAID GGI) მხარდაჭერით ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 21 აპრილს მიღებულ იქნა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს ელექტრონული დოკუმენტის, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.

ზემოხსენებული კანონი ითვალისწინებს ნოვაციებს ქართულ სამართლებრივ სივრცეში, კერძოდ, კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ენიჭება პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა და დასაშვებად მიიჩნევა ადმინისტრაციულ და სასამართლო სამართალწარმოების პროცესში. ელექტრონულ დოკუმენტზე უარის თქმა მხოლოდ საგამონაკლისო, კერძო შემთხვევებში იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, 2019 წლის 1 იანვრიდან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება სავალდებულო ხდება ყველა იმ პირისა და ორგანიზაციისთვის, რომელსაც ადმინისტრაციულ ორგანოებთან საქმიანი ურთიერთობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უწევს.

ინფორმაციისთვის, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აუდიტი გაიარა საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორულ კომპანიაში, რომლის დასკვნის საფუძველზე მიიღო ავტორიზაცია და ქვეყანაში ერთადერთ სანდო მომსახურების გამცემ ორგანიზაციად განისაზღვრა.

 

მონაცემთა გაცვლის სააგენტომ კი აამოქმედა ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) განახლებული ვერსია, რომელიც ისეთ სერვისებს აერთიანებს, სადაც საჭიროა ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics