2017-06-08 16:29:09, 2258 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ქარჩავა დეკანოზის ადვოკატების მიერ მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაზე: სამართლებრივ ჭრილში სასაცილო სიტუაციაა
საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების მიერ მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გამოეხმაურა.
როგორც ქარჩავამ "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, შექმნილი სიტუაცია "სამართლებრივ ჭრილში სასაცილოა".
„ძალიან მარტივად ვუპასუხებ მათ. იმიტომ რომ ძალიან სასაცილო სიტუაციაა შეიქმნება. ასე რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. სასაცილო სიტუაციაა სამართლებრივ ჭრილში. ვერაფერს დავამატებ გამოჩნდება, რომ მართლაც სასაცილო იქნება“,-განაცხადა ქარჩავამ.
ცნობისთვის, დეკანოზის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოში ქარჩავას წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან