07:22 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 16:10:15, 2081 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი: პრინციპულია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს

 „პრინციპულია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს და ის საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით,  ბოლო წლების დაკვირვება აჩვენებს, რომ საქართველოში მიწის თავისუფლად გაყიდვის შემთხვევაში, არანაირი დიდი ინვესტიცია არ იდებოდა.

„საერთოდ, არაერთხელ მითქვამს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, ეს არის კონსერვატიული საქმიანობა. ფერმერი თავის გადაწყვეტილებებში კონსერვატორია, ის საზღვარგარეთ არ აკეთებს ინვესტიციებს. დარგის განვითარებაზე ეს უარყოფითად არ იმოქმედებს, პირიქით, ვფიქრობ, ეს იქნება რესურსი, რომელსაც მეტი პასუხისმგებლობით მოექცევა რესურსის მფობელი, მეტად გავუფრთხილდებით და საბოლოო სოფლის მეურნეობის განვითარების დინამიკას ეს ნამდვილად არ შეუშლის ხელს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ  უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების აკრძალვა, დარგის განვითარებაზე უარყოფითად არ იმოქმედებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა საფრანგეთში მომხდარ პოგრომებთან რუსეთის კავშირის ძიება დაიწყო
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics