|
2017-06-08 14:02:18, 2986 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში დაკავებულ ქართველებს შორის, შესაძლოა, ცნობილი სპორტსმენებიც იყვნენ
ნიუ-იორკში დაკავებულ ქართველებს შორის, რომლებიც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, შესაძლოა ცნობილი სპორტსმენებიც იყვნენ. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ დაკავებულთა სია გამოაქვეყნა. სიის თანახმად, დაკავებულებს შორის არიან ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი, თუმცა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, საუბარია თუ არა ქართველ სპორტსმენებზე. ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატის UFC-ს მებრძოლია, ხოლო ავთანდილ ხურციძე მსოფლიო ბოქსის ორგანიზაციის WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიო ჩემპიონია. მომხდართან დაკავშირებთ "ექსპრესნიუსი" საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ამ ეტაპისთვის ინფორმაციას არ ფლობენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)