09:30 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 12:53:00, 785 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი განახლებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვია

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მოადგილეებთან და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსთან ერთად განახლებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო ცენტრმა „გენეზისი“ სახელწოდება და ადგილმდებარეობა შეიცვალა და ბენეფიციარებს მომსახურებას ორთაბათუმის ნაცვლად ქ. ბათუმში, თაყაიშვილის ქ. N8-ში რეაბილიტაციის ცენტრ „ფანშეტის“ სახელით სთავაზობს.

ცენტრში შესაძლებელია როგორც ბავშვთა, ასევე ზრდასრულთა რეაბილიტაციის სერვისების მიღება. ცენტრის ტექნიკური აღჭურვა და პროფესიული უზრუნველყოფა ამერიკელი და შვეიცარიელი ნეირორეაბილიტოლოგების - პაულ პიჩისა და ბრიგიტ იანის ფინანსური და აკადემიური დახმარებით განხორციელდა.

ცენტრის დირექტორის, ხათუნა ფაღავას განმარტებით, პროფესორი ბრიგიტ იანი უკევ 10 წელია ზრუნავს ცენტრის გუნდის პროფესიულ ზრდაზე და საქართველოში ნეირორეაბილიტაციის განვითარებაზე. ის პერიოდულად ლექციებს კითხულობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

განახლებული ცენტრი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის. დაწესებულება ჩართულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში. ესენია: ბავშვთა ადრეულ განვითარება, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური რეაბილიტაცია/აბილიტაცია და მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია.

„სამინისტრო 2018 წლისათვის ამზადებს ახალ პროგრამას, რომელიც - აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში სამედიცინო რეაბილიტაცია 2 -დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებასათვი დაფინანსდება“, -აღნიშნა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

შეზღუდული შესაძლებლობის პირების უზრუნველყოფა სხვადასხვა საჭიროებებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავრი პრიორიტეტია. ამ სტატუსის მქონე მოქალაქეები სამინისტროს ყვლა პროგარმის ბენეფიციარები არიან და მათ რიგითობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics