2015-04-17 13:49:57, 266 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა
პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.
საკანონმდებლო ორგანოში კვორუსმისთვის საკმარისი დეპუტატების რაოდენობამ რეგისტრაცია არ გაიარა.
„ ქართული ოცნების“ წევრების გარდა, საჭირო გახდა უმცირესობის წარმომადგენლების რეგისტრაცია, მაგრამ პროცედურაში მონაწილეობის მიღებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უარი თქვეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რეგისტრაციის სამჯერ უშედეგოდ ჩატარების შემდეგ, პლენარული სხდომა ჩაშლილად გამოაცხადა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან