|
2017-06-07 13:58:24, 2247 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ძაბირაძე ბადაშვილის პროკურატურაში დაბრუნებაზე: როგორი ურთიერთდამოკიდებულება იქნება ამ უწყებაში, გაუგებარია
„როლები შეიცვალა და როგორი ურთიერთდამოკიდებულება იქნება ამ უწყებაში, ვერტიკალი იმუშავებს იქ თუ ეს იქნება ორმმართველიანობა, გაუგებარია“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ მთავარი პროკურორის მოადგილედ ყოფილი მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა. „ცოტა რთული შესაფასებელია. თავის დროზე ბადაშვილი იყო გენერალური პროკურორი და შოთაძე მოადგილე. ახლა როგორღაც როლები შეიცვალა. როგორი ურთიერთდამოკიდებულება იქნება ამ უწყებაში, ვერტიკალი იმუშავებს იქ თუ იქნება ორმმართველიანობა ეს გაუგებარია, ზოგადად კი ვერტიკალმა უნდა იმუშაოს. ასეთი რამეები მოლდავურ ქვეყნებში ხდება, თითქოს პრობლემაც არ არის ხოლმე, მაგრამ ჩვენ ამ ქვეყნების რიგს და კატეგორიას არ მივეკუთვნებით და პრობლემა ეს არის. ვსაუბრობ სტრუქტურის მუშაობაზე, თუ ორხელისუფლებიანობა იქნება მაშინ ამან შეიძლება მთელი სტრუქტურის პარალიზება გამოიწვიოს“,-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ. ცნობისთვის, ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა, კვლავ პროკურატურაში დააბრუნეს. ბადაშვილი მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)