|
2017-06-07 13:53:16, 1614 ნახვა
საზოგადოება
თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში საქველმოქედო გამოფენა გაიმართება
9 ივნისს, საქართველოს სოლიდარობის ფონდის დაბადების დღეს, 19.00 საათზე, თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში (მარჯანიშვილის ქ. #7) გაიმართება თინათინ კობახიძის პერსონალური გამოფენა - "360 გრადუსი". ღონისძიება საქველმოქმედოა და შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება სოლიდარობის ფონდში და მოხმარდება სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდების მკურნალობის დაფინანსებას. „საქართველოს სოლიდარობის ფონდმა 2014 წლის ივნისიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტი საჯარო უწყების, 65 ორგანიზაციის, მათ შორის 53 კერძო კომპანიის მხარდაჭერით, 10 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება და სიმსივნით დაავადებული 390 ბავშვის და 21 წლის ასაკის ჩათვლით ახალგაზრდის დაფინანსება შეძლო. სოლიდარობის ფონდის შექმნიდან დღემდე საქართველოში ონკოლოგიური დაავადების მქონე არცერთი ბავშვი და ახალგაზრდა უსახსრობის გამო არ დაღუპულა. ეს ისტორიული შედეგია, რომელიც ათიათასობით ჩვენი მოქალაქის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი და ამ შედეგის შენარჩუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მხარდაჭერა“,-აცხადებენ საქართველოს სოლიდარობის ფონდში.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)