08:49 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 12:10:22, 1663 ნახვა

საზოგადოება
მუსტაფა ჩაბუქის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლებას ითხოვენ და სახელმწიფოს მოუწოდებენ მისი თურქეთში ექსტრადირება არ დაუშვას. მათივე განცხადებით, ექსტრადირების შემთხვევაში ჩაბუქი შესაძლოა პოლიტიკური დევნის, წამების/არაადამინური მოპყრობისა ან/და დასჯის მსხვერპლი გახდეს და არ მიეცეს სამართლიან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი წარწერით: „თავისუფლება ემრე ჩაბუქს“; „მასწავლებლობა დანაშაული არ არის“; „გაათავისუფლეთ განათლების ელჩი მუსტაფა“; „არ მჯერა სიტყვების, მჯერა ქმედებების“; „გადაარჩინე მასწავლებელი - გადაარჩინე სიცოცხლე“; „არა მასწავლებლის ექსტრადირებას“.

აქციაში მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩაბუქის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. ადგილზე 100-მდე ადმიანია შეკრებილი.

შეგახსენებთ, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, მიმდინარე წლის 24 მაისს, თურქეთის მთავრობის მოთხოვნით დააკავეს. მას თურქეთის მთავრობის მიერ ბრალად ედება  ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. მუსტაფა წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საგანმანათლებლო საქმიანობით იყო დაკავებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics