|
2017-06-07 10:55:29, 1674 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: დიალოგს ალტერნატივა არა აქვს
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს ფერმერთა რიგით მესამე კონგრესს დაესწრო და აგრარულ დარგში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. კონგრესს, რომელიც ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობისა და ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაციის „ელკანა“ მიერ იყო ორგანიზებული, ქვეყნის ცხრა რეგიონის 141 ფერმერი დელეგატი, ასევე სამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას აგრარული დარგის განვითარების სახელმწიფო ხედვაზე და ხელშემწყობ პროექტებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს და რომ სამინისტროს მიერ შემუშავებული როგორც დარგის, ასევე სოფლის განვითარების სტრატეგია უშუალო სეგმენტის ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდა. მინისტრის განცხადებით, აგრარული დარგის განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან არაერთი ღონისძიება განხორციელდა, ხორციელდება და დაგეგმილია სამომავლოდ; ყველა გაწეული ქმედებით სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს დარგში კერძო ინვესტიციების აქტიურ მოზიდვას. დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ მიმართა. ოთარ დანელიას განცხადებით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთიანი ძალისხმევით აგრარულ დარგში ხელშესახები შედეგები არსებობს, უახლოეს მომავალში ეს შედეგები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება, რაც გაწეული საქმიანობის საფუძვლიანი ანალიზის საშუალებას და სამომავლო ქმედებების განსაზღვრის საშუალებას მოგვცემს, თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოს ფერმერთა კონგრესი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა“ ფარგლებში გაიმართა. კონგრესი წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ფერმერებსა და გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებს შორის დიალოგს. საქართველოს ფერმერთა რიგით მესამე კონგრესზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა კონკურენტუნარიანობის ზრდა, იაფ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია, ბაზრებზე წვდომა და სხვა
(NS)
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)