01:11 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 22:20:35, 672 ნახვა

სპეციალური ანონსი
7 ივნისის ანონსი

10:00 საათზე, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენცია და გამოფენა გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება. 
მის.: შოთა რუსთაველის გამზ. #29

10:30 საათზე, დემოგრაფი ანზორ თოთაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: კვლევები ბავშვებისა და მოზარდების ტელევიზორთან, კომპიუტერთან და ტელეფონთან მიჯაჭვულობასთან დაკავშირებით. როგორია შედეგები – რა დროს ატარებენ ბავშვები სოციალურ ქსელებთან, მათი ქცევები და მდგომარეობა. 
მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 726 565

10:45 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე კონფერენციას "სამართლებრივი დაახლოების პარადიგმა ევროკავშირი-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფონზე” გახსნის.

11:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაციას შეხვდება.  
მის.: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ,
ცენტრალური საარჩევნო კომისია.

11:00 საათზე, სასტუმრო რადისონში,საქართველოსა და ევროკავშირის სამართლებრივი დაახლოების შესახებ კონფერენცია გაიმართება. ღონისძიება იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით ტარდება და მასში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანუშ ჰერმანი მონაწილეობენ.

13:30 საათზე, "ხალხის პარტიის" თავმჯდომარე ოფისში პარტიის თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე მედიაჰოლდინგ "ევრონიუსის" პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
თემა: ალექსანდრე კობაიძე საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის მიერ სასამართლოში უხეშად ჩარევის ფაქტზე დაზარალებულთან, შორენა წიკლაურთან ერთად ისაუბრებს.
 მის: წყნეთის აღმართი #22
საკონტაქტო პირი თამარ ქათამაძე -  557 019090

12:00 საათზე, "ახალი საქართველოს" წევრები მოსახლეობასთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრას გამართავენ
თემა: „უწყების პასუხი სოციალური შემწეობის შეჩერების ინიციატივაზე“.
მის.: წერეთლის გამზ. #144, ჯანდაცვის სამინისტრო
საკონტაქტო ტელ.:551662525

12:00 საათზე, "პირველის პრესკლუბში" საქართველოს ენერგეტიკის ეროვნული აკადემიის წევრი თემურ ჭიჭინაძე პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: საქართველოს გაზმომარაგებაში არსებული დიდი კორუფციული გეგმა. 
მის: წერეთლის გამზ. #116, "დიდუბე პლაზა", მეორე სართული
საკონტაქტო პირი თამთა კალანდაძე - 595 037 722

12:00 საათზე, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა პროფესიულ კავშირებთან, ბიზნეს ასოციაციასთან, ადვოკატებთან და სხვა სამოქალაქო აქტვისტებთან.
მის: ჭოველიძის ქ. #10

12:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შეხვედრა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული

12:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სარჩელის განხილვა - საპოლიციო რეიდის მარეგულირებელი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნაზე.
საკონტაქტო ტელ.: 577 29 10 03

15:00 საათზე, "ახალი საქართველოს" წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრას გამართავენ.
თემა: კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი.
მის.: ჩიტაძის ქუჩა საქმეთა სამინისტრო)
საკონტაქტო ტელ.:551662525

15:00 საათზე, აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

18:00 საათზე, კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც მინისტრი დაესწრება. 
თემა: ვენეციის რიგით 57-ე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე, ევროპის კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის "პერსონალური სტრუქტურები" ფარგლებში, თბილისის აპ. ქუთათელაძის სახ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა საგანმანათლებლო პროექტი "გადაიაზრე მომავალი" წარადგინეს.

19:00 საათზე, „ჯეოლაბში“„კრეატორის დღიურის“ წარდგენა და კრეატიული მასტერკლასი გაიმართება. სემინარზე განხილული იქნება იდეების გენერირების ტექნიკები, სავარჯიშოები და რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ გავხდეთ უფრო კრეატიული ბიზნესსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ მოვუხმოთ მუზებსა და საინტერესო იდეებს.
მის.: ალექსიძის ქ. #10)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics