03:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 12:22:19, 2219 ნახვა

მსოფლიო
ლონდონის მერი დონალდ ტრამპს დაუპირისპირდა - „არ ვფიქრობ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ვიზიტისას წითელი ხალიჩა უნდა გავუშალოთ“

ლონდონის მერი სადიქ ხანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპი ს ვიზიტის არ მიესალმება, - ამის შესახებ The Guardian იუწყება.

როგორც ხანმა აღნიშნა, ტრამპი ბრიტანეთის ფასეულობებს არ იზიარებს. 

მედია საშუალების ინფორმაციით, სადიქ ხანსა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირება 4 ივნისს ლონდონში მომხდარი ტერაქტის შემდეგ დაიწყო. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ტერაქტთან დაკავშირებით ლონდონის მერის რეაქცია გააკრიტიკა. 

ტერაქტის შემდეგ სადიქ ხანმა აღნიშნა, რომ მოსახლეობა პანიკაში არ უნდა ჩავარდეს და გაძლიერებული ზომები ლმობიერად მიიღოს, სწორედ ეს გახდა ტრამპის მიერ კრიტიკის საბაბი. 

აღნიშნულ კრიტიკას ხანმა უპასუხა და განაცხადა, რომ "არ მისცემს დონალდ ტრამპს იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში შეხედულებათა გაყოფა განახორციელოს". 

"არ ვფიქრობ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს წითელი ხალიჩა უნდა გავუშალოთ იმ სიტუაციაში, როდესაც მისი პოლიტიკა ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ", - აღნიშნა სადიქ ხანმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics