09:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-21 11:09:39, 2196 ნახვა

რეგიონი
მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის ტრენინგების ციკლი გრძელდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ტრენინგების ციკლი ჩატარდა.

ტრენინგები მიმდინარე წლის 11 სექტემბერს დაიწყო და 21 სექტემბრის ჩათვლით ეტაპობრივად სულ 8 ქალაქში (თბილისი, რუსთავი, თელავი, ბორჯომი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი) გაიმართა.

სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, ტრენინგი განკუთვნილია ადგილობრივი თვითმმართველობის როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლებისთვის, ისე სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების ადმინისტრაციების წარმომადგენლებისთვის და ეხება კვალიფიციური სანდო მომსახურებისა და განახლებული ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (my.gov.ge) პრაქტიკული დანიშნულების საკითხებს.

სატრენინგო კურსი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპისა და ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (my.gov.ge) ხელმისაწვდომი ელექტრონული სერვისების გამოყენების პრაქტიკული ასპექტების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება საჯარო სექტორის მხრიდან გარკვეულ მომზადებას საჭიროებს, რაც გულისხმობს ტექნიკური მხარდაჭერის აუცილებლობას, ცნობიერების გაზრდას ამ სფეროში და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შესაბამის კომპეტენციას, რომელიც გარკვეულ დროსა და ძალისხმევას, ასევე საჯარო უწყების მხრიდან კოორდინირებულ მართვას მოითხოვს. სწორედ ამ პროცესის მიზანმიმართულად წარმართვისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონის იმპლემენტაციის პროცესის მხარდასაჭერად არის გამიზნული ტრენინგების ციკლის ჩატარება.

2017 წლის 21 აპრილს მიღებულ იქნა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს ელექტრონული დოკუმენტის, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს. ზემოხსენებული კანონი ინოვაციებს ითვალისწინებს ქართულ სამართლებრივ სივრცეში, კერძოდ, კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ენიჭება პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა და დასაშვებად მიიჩნევა ადმინისტრაციულ და სასამართლო სამართალწარმოების პროცესში. ელექტრონულ დოკუმენტზე უარის თქმა მხოლოდ საგამონაკლისო, კერძო შემთხვევებში იქნება შესაძლებელი. ტრენინგის განმავლობაში პასუხები გაეცა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომელთა შეკითხვებს.

ამასთან, მონაცემთა გაცვლის სააგენტომ წარადგინა ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (MY.GOV.GE) განახლებული ვერსია, რომელიც არაერთ ისეთ სერვისს აერთიანებს, სადაც საჭიროა ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენება. მონაწილეებს აღნიშნული პორტალის ფუნქციონალი და პრაქტიკული გამოყენების დეტალებიც გააცნეს მუნიციპალურ სერვისებზე განაცხადის რეგისტრაციის მაგალითზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობით მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის საშუალებით წარმოებული მუნიციპალური სერვისები ხელმისაწვდომი გახდა ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე - MY.GOV.GE.

◽ შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე საშუალება აქვთ, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში შეავსონ განაცხადი my.gov.ge-ის საშუალებით და ელექტრონულად მიმართონ მუნიციპალიტეტს ისეთი მომსახურებების მისაღებად, როგორიცაა მშენებლობის ნებართვა, სოციალური დახმარება, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭება და ა.შ. მომავალში იგეგმება ახალი მუნიციპალური სერვისების ელექტრონიზაცია და მათი განთავსება MY.GOV.GE პორტალზე.

 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics