|
2017-06-05 15:59:05, 2315 ნახვა
მსოფლიო
მაკედონია რუსეთს პროპაგანდის გავრცელებასა და განხეთქილების პროვიცირებაში ადანაშაულებს
მაკედონიის კონტრდაზვერვის სამსახური რუსეთს ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაში, პროპაგანდის გავრცელებასა და განხეთქილების პროვოცირებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ Krik.rs ჟურნალისტური გაერთიანების “ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის პროექტის” მიერ მოპოვებულ სადაზვერვო დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, რუსეთის საგარეო და სამხედრო დაზვერვის სამსახურები, რუს დიპლომატებთან ერთად, მაკედონიისა და ბალკანეთის სხვა სახელმწიფოების პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ, იმისათვის რომ მათი ნატო-ში გაწევრიანების პრევენცია მოეხდინათ. რუსეთმა სადაზვერვო მონაცემები მას შემდეგ გაააქტიურა, რაც ბალკანეთის რამდენიმე სახელმწიფომ ნატო-ში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა. მაკედონია ნატო-ს წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და შესაბამისად აღნიშნულ ბრალდებებს ეს ფაქტიც ამყარებს. როგორც Krik-ი წერს, მაკედონიის დაზვერვას რუსეთის საქმიანობის ერთ-ერთ შედეგად 2014 წლის მოვლენები მოჰყავს, როდესაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მაკედონია არ შეუერთდა და გადაწყვეტილება ეკონომიკური მიზნებით ახსნა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)