|
2017-06-05 14:55:26, 2390 ნახვა
მსოფლიო
უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერი: საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრი ქვეყნები უნდა გახდნენ
უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერის ირინა გერაშინკოს განცხადებით, უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყნები უნდა გახდნენ. როგორც გერაშენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა ნატო-ს წევრობა მიიღონ. მისივე თქმით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს და უკრაინას სრული უფლება აქვთ, ალიანსის წევრები გახდნენ, თუმცა აღნიშნული საკითხის განხილვა უვადო დროით გადაწიეს. "ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იმისთვის რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდეს. უკრაინა და საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30-ე და 31-ე წევრი ქვეყნები უნდა გახდნენ", - წერს გერაშენკო. ამასთან, რადას ვიცე-სპიკერმა ნეგატიურად შეაფასა 2008 წლის სამიტზე გერმანიის და საფრანგეთის მიერ 2 ქვეყნის ნატო-ს წევრობის გეგმის დაბლოკვა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)