12:26 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 09:41:30, 380 ნახვა

სამართალი
შსს-მ თაღლითური დაჯგუფების სამი წევრი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითური დაჯგუფების სამი წევრი: 1982 წელს დაბადებული გელა მ, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მანუჩარ ჯ. და 1989 წელს დაბადებული ლევან ბ. თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, წერეთლის გამზირზე საოფისე ფართი იქირავეს, შემდეგ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ვითომდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან ავტომანქანების ჩამოყვანისა და რეალიზაციის მიზნით, დაარეგისტრირეს შპს „ამერიქან მოტორსი“.

„თაღლითური დაჯგუფების წევრებმა ინტერნეტ საიტ „myauto.ge“-ზე განათავსეს განცხადებები, თითქოს-და სხვადასხვა ქვეყნიდან ავტომანქანების ტრანსპორტირებასა და რეალიზაციას ახდენდნენ, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის და მოქალაქეების მოზიდვის მიზნით, სპეციალურად მოაწყეს ოფისი, სადაც აფორმებდნენ ხელშეკრულებებს ავტომანქანების ჩამოყვანასთან დაკავშირებით. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებს ამერიკიდან და ევროპიდან მანქანები არ გამოუწერიათ და არც შეუკვეთიათ. ბრალდებულებმა 19 მოქალაქეს კომპანიის ანგარიშზე მოტყუებით გადაარიცხინეს სხვადასხვა ოდენობის თანხა და თაღლითურად დაეუფლნენ. დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხის რაოდენობამ საერთო ჯამში 267 000 აშშ დოლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა შპს „ამერიქან მოტორსი“-ს ოფისის, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანების ჩხრეკისას სხვადასხვა დოკუმენტაცია, კომპიუტერები, თაღლითურად დაუფლებული თანხის ნაწილი: 31200 აშშ დოლარი, 5900 ევრო და თაღლითურად მოპოვებული ფულით შეძენილი „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics