|
2017-06-05 12:54:38, 2255 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ჩვენი მოლოდინია, რომ ბონუსთან დაკავშირებით იქნება მხოლოდ გარკვეული რეკომენდაცია
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მოლოდინია, რონ ვენეციის კომისიას მანდატების განაწილების წარმოდგენილ წესზე ნეგატიური შეფასება არ ექნება და რეკომენდაციებით შემოიფარგლება: "ჩვენი მოლოდინია, რომ ბონუსთან დაკავშირებით არ იქნება ნეგატიური შეფასება. გვახსოვს, რომ კომისიის სხდომაზეც არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააყენეს ალტერნატიული ვარიანტი ბონუსის. სამართლებრივი თვალსაზრისით ბონუსი არც შიგნით, არც გარეთ ნეგატიურად არ ფასდება, არა მარტო სამართლებრივი თვალსაზრისით. ჩვენი მოლოდინია, რომ ბონუსთან დაკავშირებით არ იქნება ნეგატიური შეფასება, იქნება გარკვეული რეკომენდაცია მეტი განსაზღვრულობის თაობაზე. ანუ ბონუსის უფრო ცხადად ფორმულირების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ვიმსჯელებთ. შეუძლება",-განმარტა კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ ბონუსთან დაკავშირებით გარკვეული ზღვრების დაწესება არ გამორიცხა. „განიხილება ზედა ჭერის საკითხი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა საუბარი საყოველთაო-სახალხო განხილვის მიმდინარეობის დროსაც. შეიძლება დაწესდეს გარკვეული ზღვრები. ეს შეიძლება იყოს აბსოლუტური ზედა ზღვარი, ეს შეიძლება იყოს ფარდობითი ზედა ზღვარი, ან ორივე ერთად. ასეთ შემთხვევაში და აბსოლუტურად განსაზღვრული და ცხადი გახდება ბონუსის მოცულობა და შესაბამისად, დაცული იქნება მყარად, საარჩევნო თანასწორობის პრინციპი. ეს არის ჩვენი მიდგომა,“ -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი საყოველთაო სახალხო განხილვის შედეგებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე გადაისინჯება. "ბუნებრივია დოკუმენტი გადაისინჯება. დოკუმენტში შევა მთელი რიგი ცვლილებები საყოველთაო სახალხო განხილვის შედეგების საფუძველზე, ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)