|
2017-06-05 11:16:07, 2205 ნახვა
მსოფლიო
პუტინი ამერიკას: რატომ გგონიათ, რომ გაქვთ უფლება ყოველთვის გვითხრათ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ?!
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენას ახდენდა. როგორც პუტინმა ტელეკომპანია NBC- თან ინტერვიუში აღნიშნა, კრემლსა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შორის არანაირი ფარული კავშირები არ არსებობს. "ტრამპი ადრე მოსკოვში ჩამოდიოდა, თუმცა მასთან არასდროს მქონია შეხვედრები. ახლაც მოსკოვში ბევრი ბიზნესმენია ჩამოსული ამერიკიდან, გგონიათ, რომ ყველას ვიცნობ და ყველაზე რამე მასალა მაქვს შეგროვებული?! რა სისულელეა. გგონიათ, რომ ტრამოთან რამე განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს?! საერთოდ არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს მასთან. საერთოდ როგორ ხართ მანდ?! რუსეთი დემოკრატიის განვითარების გზაზეა. რატომ გგონიათ, რომ გაქვთ უფლება ყოველთვის გვითხრათ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ?! მივიღებთ შეფასებებს, კომენტარებს, იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი იქნება მიმართული ურთიერთობების დალაგებისკენ, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, რო, ნეგატიურად იმოქმედოთ და ჩვენი პოლიტიკა გააკრიტიკოთ", - აღნიშნა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)