|
2015-04-17 09:31:35, 449 ნახვა
საზოგადოება
კოტე თოლორდავას საქართველოში დღეს გადმოასვენებენ
თეატრისა და კინოს მსახიობ კოტე თოლორდავას საქართველოში დღეს გადმოასვენებენ. თვითმფრინავი, რომლითაც მსახიობი უნდა გადმოასვენონ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15:00 საათისთვის დაეშვება. აეროპორტიდან გარდაცვლილს საკუთარ სახლში გადაასვენებენ. კოტე თოლორდავას სავარაუდოდ კვირას, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. მსახიობის გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს. ცნობისთვის, მსახიობი კოტე თოლორდავა 11 აპრილს, მოსკოვის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. თოლორდავა თბილისში "მოზარდ მაყურებელთა" თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ფართო მასებისთვის თოლორდავა ცნობილი იყო სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული დიტოს როლით. ითამაშა ილია ჭავჭავაძის როლი დოკუმენტურ ფილმში. ბოლო პერიოდში მსახიობს მეუთლესთან, განო მელითაურთან ერთად "პალიტრა ტვ"-ს ეთერში გადაცემა "შუადღის ამბებით განო და კოტე“ მიჰყავდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)