05:12 - 22 Oct, 2026
|
2017-06-04 10:45:10, 2633 ნახვა
მსოფლიო
ბოლო მონაცემებით, ლონდონში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ბოლო მონაცემებით, ლონდონში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავდა 50-მდე ადამიანი. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია სამი თავდამსხმელის ლიკვიდაციის შესახებაც. შეგახსენებთ, გუშინ ლონდონში ინციდენტი, რომელსაც შემდეგ პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა, ორ ადგილას მოხდა. თავდაპირველად, ლონდონის დროით 22:15 საათზე მიკროავტობუსი ლონდონის ხიდზე მოქალაქეებს დაეჯახა, შემდეგ კი ბოროტმოქმედები მოქალაქეებს თავს სავაჭრო უბან Borough Market-ში დაესხნენ, რომლის შედეგადაც, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)