|
2017-06-03 14:12:33, 2321 ნახვა
მსოფლიო
ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი ლიკვიდირებულია
„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალ-ბინალი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ NBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ალ-ბინალი სირიაში, რაქას სიახლოვეს ამერიკის შეერთებული შტატების ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა. როგორც მედია წერს, აღნიშნული პირის ლიკვიდაცია პენტაგონს ამ დრომდე არ დაუდასტურებია. ამერიკული მედია წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტერორისტული დაჯგუფების "სულიერი ლიდერი" და კიდევ რამდენიმე ჯიჰადისტი იერიშს ემსხვერპლნენ. ალ-ბინალი "ისლამურ სახელმწიფოში" ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. მისი განკარგულებით, 2014 წლიდან დღემდე 3 000-ზე მეტი ქალი და მოზარდი გოგო ტერორისტების ტყვეობაში იმყოფება. ქალები სექსუალური ექსპოლატაციის მსხვერპლი არიან. სააგენტოს ინფორმაციით, ალ-ბინალიმ, რომელსაც განათლება დუბაის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, ოჯახი 2014 წელს მიატოვა და ერაყისა და სირიის "ისლამური სახელმწიფოს" რიგებს შეუერთდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)