|
2017-06-02 12:02:19, 2420 ნახვა
მსოფლიო
ფილიპინებში თავდასხმის შედეგად სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა
ფილიპინებში ერთ-ერთ კაზინოში თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი კურორტ მანილაზე სასტუმრო Resorts World Manila-ს კაზინოში მოხდა. მედიის ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა კაზინოში ცეცხლი გახსნა. როგორც ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, ადამიანების უმრავლესობა ხანძრის დროა კვამლით დაიღუპა. BBC-ის ცნობით, კიდევ 50 მოქალაქე დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველების თქმით, შეიარაღებულმა მამაკაცმა ტელევიზორის ეკრანების მიმართულებით ისროლა, კაზინოს სათამაშო მაგიდებზე ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში საწოლზე დაწვა, საწვავი გადაისხა და თავი დაიწვა. ამასთან, როგორც BBC ოფიციალურ უწყებაზე დაყრდნობით წერს, მომხდარი ფაქტი იყო ყაჩაღობის მცდელობა. აღსანიშნავია, რომ მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცს, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)