|
2017-06-02 10:00:36, 1879 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ივნისში ორი მოსმენით ისეთ დოკუმენტს მივიღებთ, რომელიც სამართლებრივად აბსოლუტურად გამართული იქნება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტი სუბიექტურ ინტერესებზეა მორგებული. კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და აყალიბებს დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში გამორიცხავს ყოველგვარ ავტოკრატიას. „არის ძალიან დახვეწილი დოკუმენტი, ამაზე ჩვენ გვექნება ვენეციის კომისიის შესაბამისი დასკვნა. დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და ყალიბდება ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ ავტოკრატიას გრძელვადიან პერსპექტივაში, განსხვავებით, დღეს მოქმედი კონსტიტუციისგან. ასეთ ვითარებაში საუბარი სუბიექტურ ინტერესებზე მორგების შესახებ ბუნებრივია არის ისეთი რამ, რაც ძალიან ნეგატიურ შეფასებას იმსახურებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. კობახიძის თქმით, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვების მთავარი მიზანი საზოგადოების აზრის მოსმენა იყო და კონკრეტულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს კომისია გაიზიარებს, მათ შორის - პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით. „ბუნებრივია, განხილვის მთავარი მიზანი ის იყო, რომ მოგვესმინა საზოგადოების აზრი და ამის საფუძველზე, გადაგვესინჯა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი. აუცილებლად იქნება გაზიარებული კონკრეტული შენიშვნები და მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე გადაისინჯება დოკუმენტი და ამ სახით მიიღება ეს დოკუმენტი უკვე საქართველოს პარლამენტის მიერ. ეს იყო განხილვის მიზანი, უპრეცედენტოდ ფართო ჩართულობით წარიმართა საყოველთაო-სახალხო განხილვა. არასდროს არ ახსოვს საქართველოს ისტორიას ასეთი ფართო განხილვა, პრაქტიკულად, ყველას ჰქონდა იმის საშუალება, რომ კითხვები დაესვა, საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვა. ეს იყო უპრეცენდენტო მოვლენა, მითუმეტეს, წინა საყოველთაო განხილვების პრაქტიკას, რომელიც გასული წლების განმავლობაში წარიმართებოდა. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ ვამტკიცებთ ძალიან დახვეწილ კონსტიტუციას, ეს არის ის ამოცანა, რომელიც ჩვენ დავისახეთ, რომელიც წინა პარლამენტმა ვერ შეასრულა. ამ მიზანს აუცილებლად მიაღწევს ახალი პარლამენტი. ეს იყო ჩვენი ამბიციური გეგმა და ეს ამბიციური გეგმა აუცილებლად იქნება სისრულეში მოყვანილი როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა შეხვდეს მას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)