13:40 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 09:41:52, 557 ნახვა

სხვადასხვა
გიორგი მღებრიშვილი ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრს ეიმუტის მისიუნასს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ლიტვის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გიორგი მღებრიშვილმა ლიტვის შს მინისტრს საქართველოს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს შს მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის საპოლიციო თანამშრომლობის პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, პოლიციის საკითხებში სტანდარტიზაციასა და ჰარმონიზაციას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი პარტნიორია.

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ეიმუტის მისიუნასს უწყებაში ბოლო პერიოდში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პროექტები, ასევე, შსს-ს მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი. გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა შსს-ს აკადემიის საერთაშორისო ტრენინგ-პროექტზეც,  რომლის ფარგლებშიც, რეგიონისა და მეზობელი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხზე ერთობლივი სწავლებები განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს, დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის უზრუნველყოფისთვის, ერთიანი მიდგომის შემუშავებას, ასევე, მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მღებრიშვილმა და ეიმუტის მისიუნასმა  ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. დოკუმენტის თანახმად, ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის, ევროპული მისწრაფებების კონტექსტში. ქართველი და ლიტველი სამართალდამცველები ერთმანეთს გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ საპოლიციო რეფორმების განხორციელებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ასევე, საზღვრის ინტეგრირებული მართვის, მიგრაციის რეგულირების, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების, სამოქალაქო თავდაცვისა და საექსპერტო–კრიმინალისტიკური მიმართულებებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics