14:52 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 16:29:02, 2056 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდა (ვიდეო)

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო–პოლონეთის მეგობრული ურთიერთობების ძირითად საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს და აღინიშნა, რომ პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში და ნატო–ში ინტეგრაციას. ყურადღება გამახვილდა ასევე ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო პოტენციალსა და ერთობლივი ბიზნესფორუმის გამართვის შესაძლებლობაზე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ზურაბ პატარაძის თქმით, აჭარას პოლონეთის რესპუბლიკის რამდენიმე რეგიონთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. „ორმხრივი ურთიერთობები რეგიონებს შორის უკვე დაწყებულია როგორც საგანმანათლებლო და კულტურული, ისე ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით. დაიწყო თანამშრომლობა ასევე ქვემო სილეზიის პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის. პოლონეთთან რეგიონული თანამშრომლობის კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ აჭარა ერთ-ერთი სამაგალითო და წარმატებულია".

რეგიონულ დონეზე მსგავს თანამშრომლობას მიესალმა პოლონეთის პრეზიდენტიც. როგორც ანდჟეი დუდამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს აჭარის რეგიონის პოპულარიზაცია პოლონეთის რესპუბლიკაში, რადგან დიდია დაინტერესებული პოტენციური ტურისტების რაოდენობა. ანდჟეი დუდამ ყურადღება გაამახვილა ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დანიშვნის ხელშეწყობაზე, რაც კიდევ უფრო გაუადვილებს პოლონელ ტურისტებს აჭარაში დასვენების შესაძლებლობას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივ არქეოლოგიურ ექსპედიციებს, რომლებსაც პოლონური და ქართული მხარე აჭარაში უკვე წლებია წარმატებით ახორციელებს. ზურაბ პატარაძემ იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, ისე რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურებას.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics