06:26 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 16:00:44, 582 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე სამუშაო ვიზიტით ვენაში იმყოფებოდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე სამუშაო ვიზიტით ვენაში იმყოფებოდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შტაბბინაში სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ტექნიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა კვაკუ ანინგმა მინისტრის მოადგილეს, საქართველოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ქვეყნის ჩარჩო პროგრამა გადასცა.

უწყების ცნობით, პროგრამა წარმოადგენს საბაზისო დოკუმენტს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და წევრ ქვეყანას შორის ტექნიკური თანამშრომლობის საშუალოვადიანი დაგეგმისთვის და განსაზღვრავს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, სადაც ბირთვული ტექნოლოგიებისა და ტექნიკური თანამშრომლობის რესურსების გადაცემის გზით მიღწეული იქნება შესაბამისი ეროვნული მიზნები.

„საქართველოს ახალი ჩარჩო პროგრამა გაწერილია 2015-2019 წლებისთვის და ფარავს ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში ეროვნული კანონმდებლობის დახვეწა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა (ბირთვული მედიცინა და რადიოთერაპია), რადიოაქტიური ნარჩენების მართვა და ბირთვული დანადგარების დეკომისირება“, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

ვიზიტის ფარგლებში სააგენტოში ასევე განხილული იყო ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებთან, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მოწყობასთან და რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები.

ძირითადი ყურადღება დაეთმო ქვეყანაში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის საკანონმდებლო მოწყობის, არსებული სამარხისა და საცავის ინსტიტუციური მართვის საკითხებს.

მაია ბითაძემ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის მეშვეობით საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისათვის საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა.

გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციის წევრები, ვიზიტის ფარგლებში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რადიაციული, ტრანსპორტისა და ნარჩენების უსაფრთხოების, იურიდიული, ბირთვული უსაფრთხოების, ბირთვული ენერგიისა და ბირთვული საწვავის ციკლის და ტექნიკური თანამშრომლობის დეპარტამენტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics