15:58 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 16:24:05, 546 ნახვა

სხვადასხვა
ლევან დავითაშვილი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA)შესაძლებლობების განვითარების ოფისის სურსათით უზრუნველყოფის განყოფილების  ანალიტიკოსს, ტომას სზუმანსკის  შეხვდა.

USDA-ის წარმომადგენელმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს აშშ-ის  სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისპროგრამა Food For Progress გააცნო. როგორც ტომას სზუმანსკიმ აღნიშნა, პროგრამის მიზანი  განვითარებად ქვეყნებში აგრარული სექტორის გაძლიერების ხელშეწყობაა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამებისდა სოფლის განვითარების სტარტეგიის შესახებ. მინისტრმა ბაზრების დივერსიფიკაციის და საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტების წარმოების ზრდისმნიშვნელობაზე, ასევე ევროკავშირის ბაზარზე ცხოველური წარმოშობის  პირველი ქართულიპროდუქტის, თაფლის ექსპორტის შესაძლებლობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აგრარულ სექტორში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად გაიზარდა, განვითარდა არაერთი დარგი და მიმართულება. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორს სტიმულირება და ხელშეწყობა კვლავ სჭირდება. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში ხორბლის წარმოებისდა საირიგაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას დააღნიშნული მიმართულებით აშშ-ისთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

როგორც ტომას სზუმანსკიმ შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების დიდ პოტენციალი არსებობს დაUSDA კვლავ გააგრძელებს საქართველოსთან   თანამშრომლობას და დარგის განვითარების ხელშეწყობას.  

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას USDA-ის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics