|
2017-05-31 14:04:31, 1732 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე: შემდეგი კვირების განმავლობაში, დიდი ალბათობით, კონსტიტუციის პროექტზე დაძაბული კამათი გვექნება
ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის ვარაუდით, კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც „ქართული ოცნება“ პარლამენტში შეიტას, დაძაბული კამათი გაიმართება. მან კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით ორ საკითხზე- საარჩევნო სისტემასა და პრეზიდენტის არჩევნებსა და ფუნქციებზე გაამახვილა ყურადღება: „ჩვენ აქ შემდეგი კვირების განმავლობაში, დიდი ალბათობით, გვექნება საკმაოდ დაძაბული კამათი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც „ქართული ოცნება“ მალე შემოიტანს. მინდა ამასთან დაკავშირებით ორ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო. საკითხს, რომლის გარშემოც დიდი ხანია უკვე მიმდინარეობს დისკუსია საზოგადოებაში და რომელზეც, პრაქტიკულად, კონსენსუსი არსებობს, გარდა მმართველი პარტიისა. პირველ რიგში, ეს არის საკითხი, რომელიც ეხება საარჩევნო სისტემას, რომლის დამკვიდრებაც გინდათ თქვენ. საარჩევნო სისტემა, რომელიც, როგორც ახლა არის ის შემოთავაზებული, იქნება უაღრესად უსამართლო საარჩევნო სისტემა. ეს იქნება საარჩევნო სისტემა, რომელიც ძალიან დიდ უსამართლო უპირატესობას მისცემს პირველ ადგილზე გასულ პარტიას იმ პარტიათა ხარჯზე, რომელთაც ვერ გადალახეს ბარიერი. მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ასეთი მოდელი არ არსებობს არსად ევროპაში. თქვენ ირჩევთ მოდელს, რომლის პრეცედენტი, რომლის მსგავსი არსად არ არსებობს და ეს იქნება ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნის მომავალი სტაბილურობისთვის. ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე არგუმენტი, რომ ამ მოდელს სწორედ სტაბილურობის მისაღწევად ირჩევთ. ამ დროს, რეალურად, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ყოველი არჩევნები, როდესაც ყოველი არჩევნების მერე იქნება ძალიან დიდი არასტაბილურობა ქვეყანაში. მარტივი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ და მინდა რომ დაფიქრდეთ ამაზე, მართლა გინდათ თუ არა, რომ ამ კუთხით წავიდეს ქვეყანა. რომ წარმოიდგინოთ არჩევნები, რომელშიც მეორე, მესამე, მეოთხე ადგილზე გასული პარტიები იღებენ ერთნახევარჯერ ან ორჯერ მეტ ხმას, ვიდრე პირველ ადგილზე გასული პარტია. პირველ ადგილზე გასული პარტია კი ამ ბონუსის, სრულიად გაუგებარი დანამატის გამო აკომპლექტებს მთავრობას. ეს ხომ აუცილებლად გამოიწვევს დესტაბილიზაციას, გამოიწვევს ხალხის ქუჩაში გამოსვლას, გამოიწვევს ძალიან დიდ არეულობას. ამიტომ, ჩემი დაბეჯითებითი მოთხოვნა იქნება, რომ არ წახვიდეთ ამ მადესტაბილირებელ გზაზე იმიტომ, რომ ამ გზაზე დადგომის შემთხვევაში ჩვენთან ყოველი არჩევნები იქნება დესტაბილიზაციის წყარო და ეს იქნება ძალიან ცუდი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. და მეორე თემა, ეს არის პრეზიდენტის არჩევნების და მისი ფუნქციების თემა. ამაზე დეტალურად ვისაუბრებთ ჩვენ აქ, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმაც, ასევე, როდესაც ევროპის საუკეთესო პრაქტიკა გვეუბნება, რომ საპარლამენტო მოდელში შეიძლება იყოს არჩევითი პრეზიდენტი და მას შეიძლება ჰქონდეს უშიშროების საბჭო და უსაფრთხოების საკითხებში კომპეტენცია და ფუნქციები, მნიშვნელოვანია რომ იყოს გაზიარებული. და ბოლოს, ამ ორ თემაზე ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ. თქვენ არ გეთანხმებათ არამარტო საპარლამენტო ოპოზიცია, არამედ არ გეთანხმებათ პრაქტიკულად არავინ. არ გეთანხმებათ ის ასობით ათასი ადამიანი, რომლებმაც ჩვენ მხარი დაგვიჭირეს პლებისციტის მოთხოვნაზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით მოგიწოდებთ, ჰკითხოთ ხალხს, ჩაატაროთ პლებისციტი, ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტი გამოიყენოთ და როგორც ხალხი გეტყვით ამ ორ თემაზე, საარჩევნო სისტემასა და პრეზიდენტის არჩევნებსა და ფუნქციებზე, მოიქცეთ ისე და არა ისე, როგორც გეუბნებათ ერთი ადამიანი“,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)