23:53 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 22:11:45, 827 ნახვა

სპეციალური ანონსი
31 მაისის ანონსი

11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გაიმართება

11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სახალხო დამცველი გამართავს მრგვალ მაგიდას, სადაც წარმოდგენილი იქნება საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგად მომზადებული რეკომენდაციები.

11:00 საათზე, "ახალი საქართველო" ანტიკორუფციული ბიუროს დაარსებასთან დაკავშირებით პრეზენტაციას გამართავს.
მის.: კოსტავას ქ. #45ა, სასტუმრო "კოსტე"
საკონტაქტო პირი თამარ ჯინჭარაძე - 551 66 25 25

11:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე სამშენებლო სფეროში მოღვაწე ბიზნესმენებთან და მსხვილ შემსყიდველებთან შეხვედრას გამართავს.
მის: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7, მე-3 სართული, ტექნოპარკი, დიდი საკონფერენციო დარბაზი.

11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გააფორმდება.

11:00 საათზე, „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წარმომადგენლები პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: "მსოფლიო თამბაქოს გარეშე"; ახლად მიღებული კანონის დანერგვის მოსამზადებელი ღონისძიებები.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 / საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65

11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან თბილისში, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციები და კერძო პირები საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს გაუგზავნიან მიმართვას, რომელშიც მოცემულია კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა მოსაზრებები საქართველოს კონსტიტუციაში კულტურის საკითხებთან დაკავშირებით შემოთავაზებული ცვლილებების თაობაზე.

11:15 საათზე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად პოლონეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, მარშალ იოზეფ პილსუდსკის ქუჩას გახსნის.
მის: ვაზისუბანი, ზურაბ პატარიძის ქუჩის მიმდებარედ („ჰუალინგთან“ ახლოს)

11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
მის: ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.
მის: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

12:00 საათზე, ​ი.ჭავჭავაძის N29-ში მდებარე SOLO ლაუნჯში, გაიმართება SOLO-ს​ა და "Eastern Promotions"-ის ერთობლივი პრესკონფერენცია. პრესკონფერენციას ​გაუძღვებიან SOLO-წარმომადგენელი ეკა დუჩიძე და ​კომპანია "Eastern Promotions"-ის დირექტორი გიორგი კერესელიძე.

12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ღონისძიება „გერმანული ფილოლოგია საქართველოში“, რომელსაც დაესწრებიან თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო, შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

12:30 საათზე, ავჭალის რაგბის სტადიონზე, რაგბის ეროვნული ნაკრების ინიციატივით, ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გულშემატკივართათვის საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო კამპანიას გამართავს.
საკონტაქტო პირი ეკა ლალიაშვილი - 577 32 72 71

12:45 საათზე, საქართველოს ვიცე პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში აშშ-ს განვითარების სააგენტოსა და სამინისტროს მიერ განხორციელებულ დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში შემუშავებულ სწავლების ინოვაციურ მეთოდებსა და მრავალფეროვან რესურსებს გაეცნობა. მინისტრი მათემატიკის, კითხვისა და ბიზნესის უნარ-ჩვევების გაკვეთილებს დაესწრება, რომელიც ინოვაციური მეთოდებით ჩატარდება.
მისამართი: ვარდისუბნის N8  (თბილისის 133-ე საჯარო სკოლა)

13:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრის წითელ დარბაზში საბალეტო ფესტივალის დაფუძნებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, საბალეტო დასის ხელმძღვანელი და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე და ჰოლანდიის ელჩი საქართველოში იოს დაუმა.
მის: რუსთაველის გამზ. #25 (ოპერის თეატრის ცენტრალური შესასვლელი)
საკონტაქტო პირი თამარ მოდებაძე - 577 14 00 08

17:00 საათზე, ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში გარდაცვლილი ახალგაზრდა ხელოვანის გაბრიელ (ბეგი) მამალაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება, რომელშიც 115-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.
მის: შალვა დადიანის ქ. 2/1
საკონტაქტი პირი მარიკა ზედელაშვილი - 599 27 36 48

17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, იან კელისთან.
მის: ჭავჭავაძის გამზ. #32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, B 201 აუდიტორია

20:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის ოფიციალური გახსნის საღამო გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics