|
2017-05-30 18:03:30, 2244 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებისთვის ტექნოპარკში IT მიმართულებით ტრენინგები დაიწყო
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან" ერთად იწყებს პროექტს - „IT მიმართულებით ტრენინგები“. პროექტში დანაშაულის პრევენციის ცენტრის 50 ბენეფიციარი ჩაერთო. მისი მიზანია ახალგაზრდების თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიებით დაინტერესება, ახალი შესაძლებლობების ჩვენება და ინიციატივების წახალისება. პროექტის დაწყებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა დაესწრო და ბენეფიციარებს წარმატებები უსურვა. პროგრამის მონაწილეებმა უკვე შეარჩიეს ინფორმაციული ტექნოლოგიების 9 სხვადასხვა მიმართულებიდან მათთვის სასურველი ტრენინგები და დაკომპლექტებულია ჯგუფებიც. პირველ ეტაპზე სწავლა 3 მიმართულებით დაიწყება. ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებია - ვებგვერდის შექმნა, ვებსერვერული აპლიკაციები, პროგრამირების საწყისები, პროექტების მართვა და სხვა. პროექტის მონაწილეებს კომპიუტერთან მუშაობის ზოგადი გამოცდილება ევალებოდათ. მიღებულ ცოდნას 14-25 წლის ახალგაზრდები საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე პრაქტიკაში გამოიყენებენ. თითოეულ ჯგუფს ტრენინგებს ტექნო პარკის ბაზაზე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გადამზადებული ტრენერები ჩაუტარებენ. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ სამიზნე ჯგუფებს სხვადასხვა საგანმანათლებლო/შემეცნებით პროექტებს სისტემატურად სთავაზობს. პრევენციული პროექტების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბენეფიციარებში ინიციატივების გამოვლენა და მათი განვითარების ხელშეწყობაა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ აქტიურად თანამშრომლობს სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან“. სააგენტოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დამყარებული ეკონომიკის შექმნაა. სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიება, მათ შორის ტრენინგები IT მიმართულებით. ტექნოპარკში თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები, რაც წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული იდეების განვითარებისთვის. (NS)
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)