|
2017-05-29 11:43:15, 2085 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: ასე ახლოს საქართველო ნატო-სთან და ევრო სტრუქტურებთან არასდროს ყოფილა
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველო ნატო-სთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება საქართველოში მიმდინარე წარმატებული რეფორმების უპირობო აღიარებაა. „ასე ახლოს საქართველო ნატო-სთან და ევრო სტრუქტურებთან არასდროს ყოფილა. პაოლო ალოს განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნატო მზადაა საქართველო თავის რიგებში მიიღოს. ეს ძალიან მალე იქნება, უფრო მალე ვიდრე ბევრს შეიძლება წარმოედგინოს. ვფიქრობთ, დეკლარაციაში საქართველოში გატარებული რეფორმების მიმართ უპირობო მხარდაჭერა დაფიქსირდება. რა თქმა უნდა გამოწვევები არსებობს და დარწმუნებული ვარ, საქართველო ამ გამოწვევებს თავს წარმატებით გაართმევს", - აღნიშნა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)